15 – 16 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…” გაიმართება

15 – 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…” ჩატარდება.
ღონისძიება 15 – ივლისს, 19:00 საათზე, სოფელ ჯიხაშკარში გაიხსნება.
ჩატარდება პოლიკარპე ხუბულავას ჩანაწერების აუდიო- ვიდეო დისკის პრეზენტაცია, ა.ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით,
16 ივლისს, 20: 00 საათზე, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გალა კონცერტი
ღონისძიების წამყვანი: ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.
ასევე, როგორც წინა წლებში, ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების ფოტო – გამოფენა და ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.
დასწრება თავისუფალია.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





