stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა

25.02.2025 / 25 თებერვალი 2025
რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის წევრების შეხვედრა გაიმართა.

რეგიონული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებისგან ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა. შტაბის შეხვედრაზე ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა და მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია შტაბის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტში ქალაქის და სოფლების გზები თოვლის საფარისგან გაიწმინდა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, გზების გაწმენდის პროცესში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ზუგდიდის ფილიალის  მთავარი ინჟინრის ლადო ჩალიგავას ცნობით, ამ დროისთვის ზუგდიდის 26 სოფლის გარკვეული უბნებია დარჩენილი ელექტრო ენერგიის მომარაგების გარეშე, რომელთა უმეტესობაში ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება. დაზიანებული ადგილების უმეტესობა „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ტექნიკოსების მიერ იდენტიფიცირებულია. მუნიციპალიტეტში აღდგენით სამუშაოებზე 9 ეკიპაჟი მუშაობს.

25 თებერვალს, მუნიციპალიტეტში უამინდობასთან დაკავშირებით,  სასწავლო პროცესი შეწყდა 7 საჯარო სკოლაში (ჯუმის, აბასთუმნის, ახალსოფლის, ოდიშის #1, ნარაზენის, ცაიშის და ქალაქის N8საჯარო სკოლა). დანარჩენ სკოლებში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. ასევე 23 საბავშვო ბაღში შეწყდა აღმზრდელობითი პროცესი, რადგან ამინდის გაუარესების გამო არ გამოცხადდნენ ბავშვები.

დიდთოვლობასთან დაკავშირებით, შექმნილია როგორც რეგიონული, ასევე მუნიციპალური ცხელი ხაზები.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა - image 2
რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა - image 3
რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა - image 4
რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა - image 5
რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა - image 6
რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა - image 7
Banner 1
წინა პოსტი

სამეგრელოში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა გაიმართა

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა გაიმართა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში