ჩხოროწყუში ოცინდალეს ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჩოროწყუს მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ხიდ-ბოგირისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2 570 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





