ფოთის მერი: „საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს“

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ფოთელ სპორტსმენს აკაკი ბასარიას ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოიულოცა.
ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 19 წლამდე მოკრივეთა შორის ფოთელი სპორტსმენი აკაკი ბასარია ევროპის ჩემპიონი გახდა.
„აკაკი ბასარიამ ფოთისთვის კიდევ ერთი ისტორია დაწერა. საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს.ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, აკაკის, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი პრიზის გარდა, მომავალი წლიდან ყოველთვიური პრემია დაენიშნება.
ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ყველა მიმართულების აქტიურ მხარდაჭერას, რათა ფოთელმა სპორტსმენებმა კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოიპოვონ საერთაშორისო ასპარეზზე“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ულოცავს აკაკი ბასარიას და მის მწვრთნელებსა მთელ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე, მონაწილეობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში

ფოთის მერი ევროპის საბჭოს 50-ე პლენარულ სესიაზე: არჩევნების შედეგები ასახავს საზოგადოების თავისუფალ ნებას. ეს იყო არჩევანი სტაბილურობასა და განვითარებაზე, ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ მომავალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე




