STV
ხალხის ხმა

ცხოვრება ღია ცის ქვეშ და განახევრებული სოციალური დახმარება [ვიდეო]

გაბზარული კედლები, ფანჯრებისა და კარების გარეშე დარჩენილი სახლი, განახევრებული სოციალური დახმარება, ელექტროენერგიის უქონლობა და ყოფითი დარდი – დარდი ხვალინდელ დღეზე. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში მცხოვრებ ლუიზა თირქიას წლებია აწუხებს.

“სამათხოვრო არაფერი მექნებოდა რომ არა შვილის ავადმყოფობა, რომელმაც მაინც დამტოვა. უთავმოყვარო ქალი არ ვარ, დამეხმაროს ხელისუფლება, მაწვიმს, მცივა. ბედნიერი სიბერე მინდა”- აცხადებს თირქია.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” მამუკა ჭოხონელიძე აცხადებს რომ ეს სისტემის პრობლემაა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა ბევრია, თუმცა ხელისუფლება მათზე არ ზრუნავს.

როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლ. თირქიას ხობის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დახმარების მიღების მიზნით მიმდინარე წელს არ მიუმართავს. მათივე ინფორმაციით, ლ. თირქიამ, 2016 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახლის შესაკეთებლად ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

რუსუდან წულაია – მამაჩემისთვის წართმეული წილების დათმობას არ ვაპირებთ [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი