STV
შემთხვევა

ავტოავარია ჭითაწყარში – დაშავებულია 4 ადამიანი [ვიდეო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში. „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მსხვილფეხა საქონელს შეეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო ზოლში მომავალ მიკროავტობუსზე მოახდინა შეჯახება. მიკროავტობუსი კი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა ამობრუნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, შედარებით მძიმე დაზიანებები მიკროავტობუსის მძღოლმა მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ელენე ფოჩხუა: ჩემი ძმის სიცოცხლე ექსმაღალჩინოსნის საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა

რედაქტორი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც ტურისტი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, მარტვილში დააკავეს

რედაქტორი

ავტოავარიას წალენჯიხაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი