STV
ამბები სამეგრელოდან მთავარი ამბები წარმატების ისტორია

ახალგაზრდა ფერმერი სენაკიდან – იშვიათი ჯიშის ფრინველებით [ფოტორეპორტაჟი]

25 წლის მურმან გვასალიასა და მისი ფერმის შესახებ, ალბათ, სოციალურ ქსელში გსმენიათ, ან შეგხვედრიათ გვერდი ფერმა სენაკში/Farm in Senaki. ახალგაზრდა მურმანი ფრინველებისა და მცენარეების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდან იჩენდა – აგროვებდა სხვადასხვა შეფერილობის ქათმებს და დეკორატიულ მცენარეებს.

თანამედროვე ინტერნეტ სამყარომ მისცა შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო საკითხებს ჩაღრმავებოდა და მეფრინველეობა შეესწავლა.

“ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, დღეისათვის ცნობილმა მეფრინველემ, მილფერისა და აბრეშუმის ჯიშის ქათმის კვერცხები მაჩუქა. ამის შემდეგ დავიწყე სხვა ჯიშების მოშენება და ვოლიერებში განაწილება.” – იხსენებს მურმანი.

დასაწყისში, გამოუცდელობის გამო, არაერთი მარცხი განუცდია. მაგალითად, გასულ წელს, ფარშევანგების მომრავლების იდეა კრახით დასრულდა, თუმცა დანებებას არ აპირებს. გაცნობიერებული აქვს, რომ ეს სფერო გამოწვევებითაა სავსე და განვითარებისთვის ბევრი შრომა და მიზანდასახულობაა საჭირო.

დღეს მურმანს ფერმაში 9 სხვადასხვა სახეობის ქათამი, 3 სხვადასხვა სახეობის ინდაური, ბატები, ციცრები, იხვები და ფარშევანგები ჰყავს, ჯამში 100 ფრთა.

ფერმა ფრინველების რეალიზებას ეწევა ქვეყნის მასშტაბით. შესაძლებელია, როგორც ადგილიდან წაყვანა, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიწოდება. მურმანი განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს ფაქტს, როდესაც მისი ფრინველები აფხაზეთში წაიყვანეს.

ფერმერს ჰყავს სპონსორები, თანამშრომლობს მომშენებლებთან. უახლოეს მომავალში ახალი ჯიშების მოშენებას და გაფართოებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი