ოლგა კიკავა ზუგდიდის სოფელ ნარაზენიდან უკვე ხუთი წელია, ქართული ყველის სახეობებს ამზადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) ფერმერულ სკოლაში ჩართვის შემდეგ, სხვადასხვა სახეობის არტიზანული ყველის დამზადებაც დაიწყო. სამომავლოდ ყველის საწარმოს აშენებასაც გეგმავს. ოლგა კიკავა ასევე აქტიურად მოღვაწეობს ასოცაიცია ,,მერკურში”.
,,სხვადასხვა ყველის დამზადების ტექნოლოგიის ცოდნა გვაძლევს ექსპერიმენტების და შემოქმედების საშუალებას, – ამბობს კიკავა, – თანამედროვე სამყაროში სოფლად ბევრი შრომა ყოველთვის არ ნიშნავს კარგ შედეგს. ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ, გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები და ცოდნა ჩვენს საქმიანობაში, რომ მივიღოთ კარგი მოსავალი და შესაბამისად მეტი შემოსავალი” ამბობს კიკავა.
400-ზე მეტმა ქალმა ფერმერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დაარსებულ 20 ფერმერთა საველე სკოლაში უკვე გაიარა ყველის წარმოების ტრენინგი. ფერმერთა საველე სკოლები ქალ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს დემონსტრაციებითა და ექსპერიმენტების ჩატარებით შეისწავლონ ყველის წარმოება 20 შერჩეული ლიდერი ფერმერისგან, FAO-ს ვეტერინარებისა და კვების ტექნოლოგების ზედამხედველობით.
პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ SDC-ის დაფინანსებით FAO და გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2020 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე ახორციელებს.
