ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს თავჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის უბნების დაახლოებით 32%-ია დათვლილი.
თამარ ჟვანიამ განცხადებით, 1179 უბნისა და ორი სპეცუბნის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს აქვს 57.37% (262 826 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს – 42.63% (195 305 ).
ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.
დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.
