STV
არჩევნები-2018

პერ ეკლუნდი – ნამდვილად ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები

ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის საკმაოდ ნათელი შედეგი.

„მოგეხსენებათ, ეს არის წინასწარი შედეგები, ასევე მიდის ხმების პარალელურად დაჯამება, მაგრამ შედეგები საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, ამიტომ ნამდვილად ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, ანუ შეიძლება იყოს გარკვეულად დაკორექტირებული ეს მონაცემები, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არის საკმაოდ ნათელი შედეგი“, – განაცხადა პერ ეკლუნდმა.

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59.52 % აქვს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს – 40.48 %.

მსგავსი სიახლეები

საკრებულო დღეს   გიორგი შენგელიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავს

რედაქტორი

ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობენ [Live]

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი