STV
ამბები სამეგრელოდან ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

სად რა იგეგმება 26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთში [სრული პროგრამა]

26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიებებია დაგეგმილი. რეგიონის 9 მუნიციპალიტეტიდან სამში ზუგდიდში, მესტიასა და ფოტში ღონისძებები მტავრობის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამინისტროების ორგანიზებით გაიმართება დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ორგანიზატორები ადგილობრივი მერიები არიან.

პროგრამა სრულად

ზუგდიდი

13:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-15:00 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე: 3D მოდელები, ასაწყობი ფაზლი, რობოტები, გამოფენა;

14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-18:00 საბავშვო და სპორტული სივრცეები: ხის სანიშნეების მოხატვა, კალიგრაფიის აქტივობა, თიხის ქოთნების მოხატვა, სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, წიგნის სანიშნების დამზადება, არქეოლოგიური კუთხე, დრამერებსა და ოჩოების შოუ, ფეხბურთის და კალთბურთის კუთხე;

15:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი

16:30-16:40 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

14:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

16:40-16:45 მუსიკალური პერფორმანსი „ჩიტების ცეკვა“;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი „შავნაბადა“;

17:15-17:20 ცეკვა ქართული,  ზუგდიდის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი”;

17:20-19:00 ნატო გელაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, სოფო ბედია, ბორის ბედია, ელენე ფოჩხუა, მარიტა როხვაძე, ვერიკო ტურაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონი“.

ფოთი

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:00 საზღვაო აკადემიის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო სივრცეები;

13:00/15:30/17:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები, არქეოლოგიური გათხრა, გიგანტური გასაფერადებელი, მხიარული სტარტები;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე, დეგუსტაციები;

13:00 – 19:00  ციფრული მმართველობის სააგენტოს კუთხე, ციფრული თამაშები;

13:00-19:30 საქართველოს ეროვნული არქივის უნიკალური მასალების გამოფენა “რაც გვეამაყება და გვაერთიანებს”, “უცნობი ფაქტები ფოთზე” , “ფოთი პირველი ევროპული ქალაქი”, “სპორტი”;

14:00 / 16:00 თოჯინების თეატრის წარმოდგენები;

14:30/16:30 თითების თეატრის წარმოდგენა;

15:00 თეატრალური წარმოდგენა “არგონავტები”

17:15 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი “დიდგორი”

17:45 -19:15 ნუკრი კაპანაძე, ბესო კალანდაძე, ნათია პერანიძე, მაგდა ნიკოლკეიშვილი, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, დავით არჩვაძე, ანსამბლი „დიდგორი“, „ჩვენი კვარტეტი“; წამყვანი – ჯანო იზორია

მესტია

14:00-15:30 ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;

14:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-19:00  ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;                  

14:00-19:00 კვების სივრცე: ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული                                                                                                                                              ქართული კერძები;

14:00-19:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

14:00-17:00 საბავშვო და ახალგაზრდული სივრცე, ხელნაკეთი ნივთების დამზადება;

16:00-17:00 ცეკვის აკადემია ‘სუხიშვილები“ 

17:10  ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“;

17:30–19:00 მარიკა თხელიძე, კახა კუხიანიძე, თამუნა ამონაშვილი და ჯგუფი ‘’ქუჩის ბიჭები’’.

ჩხოროწყუ

10:00 -დან მთელი დღის მანძილზე   ქალაქ ჩხოროწყუში გაიმართება სპორტული ღონისძიებები.

11:00 სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტის ყვავილებით შემკობა. იქვე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების  მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია.

12:00 ქალაქის ცენტრში მოეწყობა თეატრალური კოსტიუმირებული მსვლელობა.

12:30 მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. ასევე გაიმართება მხატვრული კითხვის, კალიგრაფიისა და სასკოლო თეატრალურ  კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება.

14:00  ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გაიმართება ფოტო გამოფენა , რომელიც მიეძღვნება ჩხოროწყუელ საზოგადო მოღვაეეებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღმშენებლობაში.

აბაშა

14:00  – საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა  ხსოვნის   მემორიალის  ყვავილებით შემკობის ცერემონია (თავისუფლების ქუჩა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია)

14:30  – ,,ქართული მუსიკის კონცერტი“

ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებისა და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეები შეასრულებენ  ქართველი კომპოზიტორების   საფორტეპიანო ნაწარმოებებს და საესტრადო სიმღერებს (ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზი).

16:00  – აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა (ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი)

17:00  – საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში

მონაწილეობენ: ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები, ინდივიდუალური შემსრულებლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები.

სენაკი

12:00-14:00 გამოფენები, სახეზე ხატვა, ასფალტზე ხატვა . ( მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერი )

12:00-17:00 გასტრონომია  კვებისა და ცივი სასმელების ჯიხურები, გამოფენა-გაყიდვა. ( მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერი)

12:00-17:00  მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა, ყველის თაფლისა და სასმელების პროდუქციის დეგუსტაცია . ( მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერი)

12:00-16:00 ,, საქართველოს კუთხეები“- გამოფენები საჯარო სკოლების მინაწილეობით.

12:00-16:00  ,,ყვავილების ფესტივალი“ – საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონაწილეობით. (მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერი)

12:00-17:00 სპორტული აქტივობები – 3X3 კალათბურთი, ტაიკვანდო, ძიუდო,მკლავჭიდი, ჭადრაკი. საბავშვი საფეხბურთო ფესტივალი, მინი ფეხბურთის ფინალი. ( მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერი, საკალთბურთო მოედანი, ცენტრალური სტადიონი)

12:00-13:00 კლასიკური მუსიკის კონცერტი ( ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზი)

13:00-14:00 კონცერტი სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელების მონაწილეობით  (ამფითეატრი)

14:00-14:30 ფლეშ-მობი საჯარო სკოლების მონაწილეობით (მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერი).

12:00-15:00 ფოტო ზონა ( მოსწავლე ახალგაზრდობის სკვერი)

13:00-18:00 მერიის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გასართობი აქტივობები, დოკუმენტური ფილმის ჩვენება , სახალისო თამაშები და საჩუქრები. (მოსაწავლე ახალგაზრდობის სკვერი )

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

15:00-16:00 ანსამბლები ,, კოლხური ტრიო“ ,, მუსიკელი“  ,, ეგრისი“ კონცერტი ( ამფითეატრი)

16:00-17:00 ფოლკლორულ ანსამბლ ,, გოგალაის“ კონცერტი ( ამფითეატრი)

20:00-21:30 მირზა მოდებაძე და ჯგუფი ,, მირზა და ბენდი“ კონცერტი ( ცენტრალური მოედანი)

ხობი

13:00 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და დაჯილდოება

14:00-18:00 საბავშვო გასართობი სივრცე – სახის მოხატვა, ზღაპრის გმირების მსვლელობა, სამახსოვრო ფოტოს გადასაღები კუთხე

14:00-18:00 სპორტული აქტივობები

14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00-19:00 საგამოფენო სივრცე – ბავშვების ნახატების გამოფენა

17:15 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

18:00 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

20:00  გალა კონცერტი

მარტვილი

09:00– საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში,.

11:00  – ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.

11:30  –  მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა.

ლიტერატურული კომპოზიცია.

12:00 – 14:00  – სპორტული აქტივობები: ძიუდო, ტანვარჯიში, მინიფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, სოფელ  სერგიეთის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე საფეხბურთო ტურნირი.

14:00  – ადგილობრივი  გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა-გაყიდვა.

14:00  – მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი, ქ. მარტვილი ცენტრში, ღია სივრცეში.

14:00 – 17:00  – საბავშვო სივრცე, ასფალტზე ხატვა;  თოჯინების თეატრი და ბერიკები;

16:00   – მარტვილის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით  საზეიმო კონცერტი. შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავჯდომარის მილოცვა.

წალენჯიხა

12:00 – გიორგი გაგოშიძის ლითოგრაფია “საქართველო უკრაინა” გახსნა. გახსნას უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში სერგეი კრავჩუკი დაესწრება;

13:00 – კონცერტი, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრი.

16:00 – ჩოგბურთისა და ჭადრაკის ტურნირებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი