ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტირილებული სპორტული მოედნები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება ხელოვნურსაფარიანი ორი მინისტადიონი და სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის და ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) სტადიონები.
