STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ზუგდიდის მერია ძლიერ ქართან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

ზუგდიდის მერია ძლიერ ქართან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს:

„ძლიერი ქარის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოქალქეებს მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა თავი შეიკავოთ, როგორც ქვეითად, ასევე მანქანით გადაადგილებისგან. ასევე მოგიწოდებთ არ დადგეთ მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში, არ დააყენოთ ავტომანქანები ხეების ქვეშ, არ ათამაშოთ ბავშვები მოედნებზე, არ გადაადგილდეთ ბოტანიკურ ბაღსა და ცენტრალურ ხეივანში.

ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ მერიის  ცხელ ხაზზე: 591 44 75 46; 591 50 14 16; ან დაუკავშირდით მერის  წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში“ – წერია გარცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი