ზუგდიდის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო საკრებულოს ფრაქცია ,,ახალის” წევრები პარტიას და ფრაქციას ტოვებენ. მიზეზად ბიუჯეტის მხარდაჭერის პარტიის ცენტრალური რგოლისთვის შეუთანხმებლობას ასახელებენ.
პარტიის ხელმძრვანელობას განთავისუფლების თხოვნით მაია გაწერელიამ, თრიმურაზ ბასილაიამ, ხათუნა შამუგიამ, კახაბერ ჩანგელიამ, გიორგო სორდიამ, მარიამმახალაიამ, ბესიკ გაბუნიამ, მირანდა ესებუამ, თაამრ ჭიჭინაძემ და თენგიზ მამფორიამ მიმართეს. საკრებულოს სხდომას არ დასწრებია ამავე ფრაქციის ლიდერო მაია კალანდია, ჩვენინინფორმაციიგ ის საქართველოშო არ იმყოფება, სხდომას ესწრებოდა დარეჯან გაბედავა, თუმცა ის გათავისუგლების განცხადების ხელმომწერი არაა.
ფრაქციის წევრების განცხადებით, ზუგდიდის მერიის წარდგენილ ბიუჯეტს პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად დაუჭირეს მხარი, რაც “ახალისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ახალის” წევრებმა განხილვაში შესვლის გარეშე მხარი დავუჭირეთ მერიის წარმოდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს.
ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მხოლოდ ერთი, ხელი არ შეგვეშალა სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის და არ დაგვბრალებოდა კონფრონტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და აღმოჩნდა მიუღებელი პარტიისთვის. ვიზიარებთ შეცდომას, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია „ახალის“ პოლიტიკურ საბჭომ განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. წარმატებებს ვუსურვებთ რეჟიმთან ბრძოლაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პარტია „ახალს“, – ნათქვამია ფრაქცია “ახალის” განცხადებაში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფრაქციის პოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერის შესახებ მანამდეც იყო ცნობილი.
განცხადება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტს, მის განხილვაში მონაწილეონის გარეშე დაუჭერდა მხარს, ფრაქცია “ახალმა” ჯერ კიდევ 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდიამ პარტიის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს განუმარტა, ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობას სერვისების მიწოდება არ შეუფერხდეს.
26 დეკემბერს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ზუგდიდის ბიუჯეტს, რომელიც 70,5 მლნ ლარია.
სხდომას ესწრებოდნენ “ქართული ოცნების”, “გახარია საქართველოსთვის” და “ახალის” წევრები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი დეპუტატი საკრებულოში არ გამოცხადებულა.





