შოტლანდიელი მეცნიერები ახალ პროექტზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მხედველობის შემოწმებით გამოავლინოს დემენციის ადრეული ნიშნები, – წერს BBC-ი.
თვალის ბადურის ფოტოებისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეცნიერები შეძლებენ თავის ტვინის მდგომარეობის შეფასებას და სიმპტომების გამოვლენამდე დაავადების დადგენას. ამ ფოტოების გადაღება ჩვეულებრივი მხედველობის შემოწმების დროს შეიძლება.
„თვალს შეუძლია იმაზე მეტი გვითხრას, ვიდრე ჩვენ გვგონია. თვალის ბადურა ინახავს ბევრ ინფორმაციას და ჩვენი ტვინის ჯანმრთელობის ბიოლოგიური ბარომეტრია“, – განაცხადა პროფესორმა ბალჟან დილონმა.
მეცნიერების თქმით, დიდ ბრიტანეთში დემენცია 65 წელს გადაცილებულ ყოველ მე-14 ადამიანს უვითარდება. 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეს დაავადება ყოველ მეექვსე პაციენტში ვითარდება.
დემენცია – სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს.


