წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯგალში, მოქალაქეებმა წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს — ადგილობრივები, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ადგილობრივების ნაწილის განცხადებით მათ პრობლემის მოგვარებას, სამეგრწლო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული დაჰპირდა. ადგილობრივები პრობლემის გადაჭრას წყალმომარაგების კომპანიას და რწმუნებულის ადმინისტრაციას სთხოვენ.
