ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების არ აღიარებს, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
,,ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. რაც შეეხება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს, ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნებს. ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
