STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები მსოფლიო

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის განკარგულებით, ახალი ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე არ გავრცელდება

აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაშია აღნიშნული. 

განკარგულების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე, მეხსიერების ბარათებსა და ბარათებზე, რომლებიც მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება.

ამერიკული ტელეარხი CNBC აღნიშნავს, რომ 11 აპრილს გამოქვეყნებული ეს განკარგულება მოჰყვა აქამდე ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ 145%-იან ტარიფებს, რაც უარყოფითად აისახებოდა ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მაგალითად Apple-ზე, რომელიც iPhone სმარტფონებსა და თავისი სხვა პროდუქციის უმრავლესობას ჩინეთში აწარმოებს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი