STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სენაკში დედაენის დღე აღინიშნა

47 წელი გავიდა 1978 წლის ისტორიული მოვლენებიდან…  – დღეს დედაენის დღეა!

სენაკში, ქართველი ერის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

სენაკის სამხატვრო ხელოვნების გალერეაში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთვარობის ქალაქ სენაკის წარმომადგენლობისა და პროექტის ინიციატორის, მერის თანაშემწის, ნიკოლოზ ქეცბაიას ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა. 

აქტივობას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, განათლების მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ირმა კუპრეიშვილი, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთვარობის ქალაქ სენაკის წარმომადგენლობა, სენაკელი ახალგაზრდები.

,,ეს დღე ძვირფასია ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის, მათთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ილიასეული სამება – ,,ენა, მამული, სარწმუნოება’’ – არის ჩვენი ეროვნული მრწამსი და  არსებობის ქვაკუთხედი.                        

ამასთან, ეს დღე გვავალებს, ვიყოთ  ჩვენი ფასდაუდებელი საგანძურის ღირსეული მემკვიდრენი – დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ქართულ ენას” – აღნიშნა სენაკის მეშვიდეცსაჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მირანდა ცქიტიშვილმა.

დედაენის დღეს მიეძღვნა ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიება – ,,ჩვენი ენა ქართული”.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, გაიმართა ისტორიულ -დოკუმენტური სპექტაკლი – ,,განათლება – გზა ხსნისა’’.

მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი