STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

საბერიოში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მამა ლაშა ბერულავას სიცრუეში ადანაშაულებს

ჟურნალისტ ლაშა ბერულავას მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დღეს განთავსებულ ინფორმაციას, რომელიც დროებით ოკუპირებულ სოფელ საბერიოში ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის სახლის შესყიდვას ეხებოდა – გარდაცვლილი ბავშვების მამა ვიტალი ჭოლარია, ბერულავას პოსტშივე ეხმაურება:

„ლაშა ბერულავამ დღეს ჩვენს შესახებ გამოაქვეყნა წერილი, ყველას ვთხოვ შეეშვას ჩვენი ტრაგედიის გამოყენებას და ამ უბედურებით პოლიტიკაში გარევას. სახლი, რომლის შეძენაც მოხდა არის ჩვენს მიერ შერჩეული, ჩვენვე შევთავაზეთ ეს სახლი, და რაც შევთავაზეთ დაგვიკმაყოფილა, მადლობა ამ ხალხს გაწეული დიდი დახმარებისთვის, რომელიც მხოლოდ ამ სახლის შეძენა არ იყო. მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩვენი უბედურება გაიზიარა!“ – წერს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვნების მამა სოციალურ ქსელში.

ასევე ჟურნალისტ ლაშა ბერულავას სტატუსის კომენტარშივე ვიტალი ჭოლარია მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩარიცხონ თანხა ბერულავას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ნომერზე. ლაშა ბერულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის მთავრობას ჭოლარიებითვის სახლის შესაძენად თანხა სრულად არ გაუღია და 10 000 დოლარი, გარდაცვლილი ბავშების მშეობლებმა დაამატეს. ბერულავასვე მტკიცებით თანხა ჭოლარიებმა ბავშვების საფლავებისთვის არსებული თანხიდან გაიღეს. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალური ქსელის მომხმარებლებს თანხის ჭოლარიების ოჯახისთვის შეგროვებას სთხოვდა და საკუთარ ანგარიშის ნომერს აქვეყნებდა – რასაც გარადცვლილი ბავშევის მამა გამოეხმაურა:

„არავინ არ ჩარიცხოთ ფული ლაშა ბერულავას ანგარიშზე, ძალიან გთხოვთ. რას ნიშნავს ეს 6 შვილი არ მყავს და სად წავიდე არ ვიცი ვიტანჯებით და კიდევ რაღაცებს რო დებთ ვინ ხართ, რა გინდათ გამაგებინეთ ერთ საათს მოგცემთ ამის აღებისთვის, „ვაფშე“ წაშალეთ ყველაფერი თუ არ წაშლით მერე მასე კარგად არ დავწერ გაიგეთ“ – წერს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 ბავშვის მამა.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი