STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები მსოფლიო

როგორ აირჩევენ რომის ახალ პაპას [დეტალურად]

რომში მყოფი კარდინალები შეთანხმდნენ, რომ ახალი პაპის არჩევის კონკლავი 2025 წლის 7 მაისს დაიწყება. თარიღი, დღეს ვატიკანში მეხუთე გენერალური კრებისთვის შეკრებილმა 180-მდე კარდინალმა დაადგინა. კონკლავი ვატიკანის სიქსტეს კაპელში გაიმართება, რომელიც აღნიშნულ დღეებში ვიზიტორებისთვის დაიხურება. პაპის არჩევის წესსა და ტრადიციებზე ინფორმაციას Vaticannews ავრცელებს.

რა მოხდება კონკლავის დროს?

კონკლავს წინ უძღვის საზეიმო წირვა. შუადღისას კარდინალ ამომრჩევლები საზეიმო მსვლელობით სიქსტეს კაპელისკენ გაემართებიან, სადაც კონკლავი ახალი პაპის არჩევას იწყებს. სიქსტეს კაპელში მსვლელობის დასასრულს, თითოეული კარდინალი ამომრჩეველი ფიცს დებს.

ამ ფიცით, ისინი, არჩევის შემთხვევაში, ვალდებულებას იღებენ, ერთგულად იყონ ახალი პაპის. ისინი ასევე ვალდებულებას იღებენ, რომ რომის პაპის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები საიდუმლოდ შეინახონ და არჩევნებში გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა აღმოფხვრან. შემდეგ  ყველა პირი, რომელიც არ არის კონკლავის მონაწილე, ვალდებულია  დატოვოს სიქსტის კაპელა.

ამის შემდეგ კარდინალი ამომრჩევლები კითხულობენ ლოცვებს  და უსმენენ კარდინალ დეკანს, რომელიც ეკითხება მათ, მზად არიან თუ არა ხმის მიცემის გასაგრძელებლად ან აქვთ თუ არა რაიმე განმარტება წესებსა და პროცედურებთან დაკავშირებით.

ყველა საარჩევნო პროცედურა ტარდება ვატიკანის სამოციქულო სასახლის სიქსტის კაპელში, რომელიც არჩევნების დასრულებამდე სრულად დალუქული რჩება.

არჩევნის მთელი პროცესის განმავლობაში, კარდინალმა ამომრჩევლებმა თავი უნდა შეიკავონ წერილების გაგზავნისგან ან საუბრებისგან, მათ შორის სატელეფონო ზარებისგან, გარდა უკიდურესი გადაუდებელი შემთხვევებისა.

მათ არ აქვთ უფლება გაგზავნონ ან მიიღონ ნებისმიერი სახის შეტყობინებები, მიიღონ ნებისმიერი სახის გაზეთები ან ჟურნალები, ან თვალი ადევნონ რადიო ან ტელევიზიის გადაცემებს.

რამდენი ხმაა საჭირო პაპის ასარჩევად?

ახალი პაპის  ასარჩევად საჭიროა დამსწრე ამომრჩევლების ორი მესამედის უმრავლესობა. თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ იყოფა სამზე, საჭიროა დამატებითი ხმის მიცემა. თუ კენჭისყრა პირველი დღის შუადღეს დაიწყება, მხოლოდ ერთი კენჭისყრა ჩატარდება. მომდევნო დღეებში ორი კენჭისყრა ტარდება დილით და ორი შუადღისას.

ხმების დათვლის შემდეგ, ყველა ბიულეტენი იწვება. თუ ბიულეტენი არადამაჯერებელი იყო, სიქსტის კაპელის თავზე დამონტაჟებული ბუხარი შავ კვამლს გამოსცემს. თუ პაპი აირჩევა, ბუხრიდან თეთრი კვამლი ამოვა.

თუ სამდღიანი დაუსრულებელი კენჭისყრის შემდეგ ამომრჩევლები კანდიდატზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ერთდღიანი შესვენება ეძლევათ ლოცვისთვის, ამომრჩევლებს შორის თავისუფალი დისკუსიისთვის და კარდინალ პროტოდიაკონის  მოკლე სულიერი მოძღვრებისთვის.

რა ხდება ახალი პაპის არჩევისთანავე?

მას შემდეგ, რაც კარდინალები ახალ პაპს აირჩევენ, კარდინალ დიაკვანთა უკანასკნელი წევრი სიქსტის კაპელში იწვევს კარდინალების კოლეგიის მდივანს და პაპის ლიტურგიკული წირვა-ლოცვის ხელმძღვანელს.

არჩევის შემდეგ ახალარჩეულ პაპას ეკითხებიან „ეთანხმებით თუ არა თქვენს კანონიკურ არჩევას უზენაეს პაპად?“

თანხმობის მიღების შემდეგ, ის შემდეგი კითხვა ისმევა: „რა სახელით გსურთ, რომ დაგიძახონ?“

ამ დროიდან ახლადარჩეული პაპი იძენს სრულ და უზენაეს ძალაუფლებას კათოლიკურ ეკლესიაზე. ამის შემდეგ კარდინალი ამომრჩევლები პატივს მიაგებენ და მორჩილებას აღუთქვამენ ახალ პაპს და მადლობას სწირავენ ღმერთს.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ  კარდინალი პროტოდიაკონი მორწმუნეებს ახალი პაპის არჩევისა და სახელის შესახებ აცნობებს.

ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, ახალი პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკის იძლევა სამოციქულო კურთხევას.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი