ცნობილი ჩხოროწყუელი ანზორ გოგუა სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუს აქვეყნებს და ჩხოროწყუს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ოდიშარ ლაგვილავას ეხმიანება:
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წამოაყენა ოდიშარ ლაგვილავამ.
საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი პიროვნების რეალურ თვისებებზე, ხასიათსა და „საგმირო“ საქმეებზე მოვუყვე ჩხოროწყუელ ამომრჩევლებს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ასევე, მერობის კანდიდატზე, ჯუმბერ იზორიაზე დადო რაღაც ვიდეომიმართვა და წერილები. ჯუმბერ იზორიას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება და არც ვაპირებ, მე არც ოცნების ფანი ვარ და არც ჯუმბერ იზორიასი, მაგრამ წუმპეში ყურებამდე ჩაფლული კაცი სხვაში ლაქას რომ ეძებს და საუბრობს, ძალიან დიდი უსამართლობაა. ამიტომაც მივმართავ ოდიშარ ლაგვილავას:
შენ რა სინდისით უნდა საუბრობდე და ამბობდე სხვაზე კორუმპირებულს, როცა შენ თვითონ ხარ წამღლეტი, მატყუარა და თაღლითი. ბარემ ისიც აუხსენი საზოგადოებას, როგორ მიითვისე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ჯეონათის“ წევრების მიერ შექმნილი ქონება და გაიხადე პირად საკუთრებად. შენ ძალიან კარგად იცი, რა წვლილი მიგვიძღვის მე და ჩემს მეუღლეს კოოპერატივის შექმნაში, ფიზიკური და გონებრივი შრომით,როგორც თხილის ქარხნის, ასევე, პურსაცხობისა და თონეს მოწყობაში. ისიც კარგად იცი, თუ ვისი სახსრებით გაკეთდა ეს ყველაფერი. ჩემი პირადი ფიზიკური შრომისა და ხელფასის სახით მისაღები თანხა, 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარი დღემდე არ მაქვს მიღებული შენგან, უკვე 10 წელია, ხოლო კოოპერატივის წევრები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის კოოპერატივის შექმნაში, ყველა გაყარე და არც ერთი არ არის დასაქმებული.
ამრიგად, კოოპერატივი „ჯეონათი“ ფიქტიურია და არის შენი პირადი საკუთრება მაშინ, როცა, კოოპერატივის ქონება მისი წევრების საკუთრება უნდა ყოფილიყო და არა შენი. შენ რომ საუბრობ ჯუმბერ იზორიას კორუმპირებულობაზე, ზემოთაც ვთქვი, ის არც ნათესავია ჩემი და არც სიყრმის მეგობარი, შენ კი ახლობელი, მეზობელი და ამავე დროს ნათესავიც (ჩემი მეუღლე და შენ და-ძმის შვილიშვილები ხართ), მაგრამ შენ არც მეზობელი იცი, არც მეგობარი და არც ნათესავი. რაც არ უნდა იყოს, სიმართლე უნდა ითქვას, რადგან ამომრჩევლები რომ არ მოატყუო.
საერთოდ ხმას როგორ იღებ ჯუმბერ იზორიაზე, კაცზე, რომელმაც შეიძინა ტერიტორია, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო, გაწმინდა, გაასუფთავა და იქ განათავსა შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღეისათვის ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათია. გარდა ამისა, დღეს იქ უამრავი ხალხია დასაქმებული, რამდენ გაჭირვებულს დაეხმარა და ეხმარება დღესაც. მას საზოგადოებისათვის უამრავი სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული. მარტო „კოჩანას“ ძეგლი რად ღირს, მაგრამ შენ ამის მნიშვნელობა არც გესმის…
იქნებ ერთი რამე მაინც დაასახელო, რა გაგიკეთებია, ან კიდევ, რა გამოცდილება გაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის, ან ხელმძღვანელობის? ან ვის დაეხმარე, რომელ გაჭირვებულს მოუმართე ხელი? პირიქით, ვინც გვერდში გედგა და შენთან მუშაობდა, ყველა გააქციე ინტრიგებით, ნამუშევარი წაართვი, მაქინაციებითა და თაღლითობით მოიხვეჭე, რაც გაბადია. ეს ყველა ნაფიჩხოვოელმა იცის, მაგრამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, ვინ აპირებს მერობას.
მე და ჩემმა ოჯახმა არ ვიკადრეთ სასამართლოსთვის მიგვემართა კოოპერატივის საქმიანობის შესახებ იმ მოტივით, რომ შვილებისთვის ვინმეს არ წამოეყვედრებინა, თქვენი მშობლები მომჩივანები არიანო. შენ კი, ყველაფერს კადრულობ ფულის მოხვეჭის მიზნით. წესით უნდა გახსოვდეს, ჩვენ შორის დადებული შეთანხმება, თუ როგორ უნდა წარმართულიყო კოოპერატივის საქმიანობა, რომელზეც ხელი გაქვს მოწერილი, თუ არ გახსოვს, საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებ!“ – წერს ანზორ გოგუა.
