87 წლის ასაკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბონდო ჯიქია გარდაიცვალა. ბონდო ჯიქია 1993-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
ბატონი ბონდო ჯიქია სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხსიმგებლო პოზიციაზე მუშაობდა: იყო უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. გუბერნატორობამდე ის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ბონდო ჯიქია იყო – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი, ზუგდიდისა და სენაკის საპატიო მოქალაქე.
ბონდო ჯიქია 1938 წლის 5 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში დაიბადა.
