დღეს 12:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ახლადარჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილება.
N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 30 მაისს შეაჯამა. კანონის თანახმად, საკრებულომ არჩეული მერის უფლებამოსილება საკრებულომ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მეთერთმეტე დღეს უნდა ცნოს.
