STV
სტიქია

ძლიერმა ქარმა და წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა მოგლიჯა ხეები ჩახერგა წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარისა და ლია-წალენჯიხის სამანქანე გზის მონაკვეთები. დაზიანდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ადმინისტრაციული შენობის სახურავები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია სწავლობს არსებულ მდგომარეობას. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს მერიის ცხელი ხაზი-599 64 70 50

მსგავსი სიახლეები

ძლიერმა ქარმა  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა 

რედაქტორი

უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა

რედაქტორი

სტიქიის შედეგად სოფელ ნაგურუში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოანგრია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი