ზუგდიდის მერის კომენტარი დიდთოვლობასთან დაკავშირებით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქის ქუჩები და სოფლამდე მისასვლელი გზები იწმინდება. ამ დროისთვის 22 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ზუგდიდის მერის ინფორმაციით, ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი. თოვლისგან იწმინდება ტროტუარები და დეკორატიული ხე-მცენარეები. ავარიული გამორთვის გამო აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ - ამოქმედებულია ცხელი ხაზი.






