ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს 500-ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ზამთრის პერიოდში, ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ელექტროენერგიის 500-ლარიანი ვაუჩერები გადასცა.
დავით ვერავამ და გიორგი ჯინჭარაძემ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გუბა საჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან ერთად, მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით, საახალწლო ნობათს მთელი ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 2000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.










