ახალგაზრდული ფორუმი სენაკში ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით ჩატარდა [ვიდეო]
![ახალგაზრდული ფორუმი სენაკში ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით ჩატარდა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F631637549_1220448773618879_8874825145607396336_n-1770961917681.jpg&w=3840&q=75)
სენაკში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელიც პროექტის - „სტარტაპ თაობა - ციფრული უნარების განვითარება წარმატებული მეწარმეობისათვის სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით, სენაკის ტექნოპარკში მიმდინარეობდა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია დაესწრნენ.
პროექტის ხელმძღვანელმა თამარ მალანიამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
,,სტარტაპ თაობის“ მიზანია სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ინოვაციურ მეწარმეობაში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სოციალურ და დასაქმების უნარების გაძლიერებას, მომავლის პროფესიების შესახებ ინფორმირების გაზრდას, კარიერული კონსულტაციების ჩატარებას და მათ მხარდაჭერას.
ფორუმზე, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, წარმოადგინეს ანგარიში ექვსი თვის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ.
ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ყარალაშვილმა, პრეზენტაციის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ინოვაციურ პროგრამებზე, მიღწეულ შედეგებსა და მომავალი განვითარების გეგმებზე, რაც ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდული სააგენტოს, სენაკის, ხობის და აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და თემატური საჩუქრები.
![ახალგაზრდული ფორუმი სენაკში ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით ჩატარდა [ვიდეო] - image 2](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F631703731_1220448743618882_8983247044049456990_n-1770961917686.jpg&w=3840&q=75)
![ახალგაზრდული ფორუმი სენაკში ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით ჩატარდა [ვიდეო] - image 3](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F631789824_1220449060285517_4821849958658092454_n-1770961917690.jpg&w=3840&q=75)
![ახალგაზრდული ფორუმი სენაკში ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით ჩატარდა [ვიდეო] - image 4](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F634366938_1220448946952195_618938884896835730_n-1770961917694.jpg&w=3840&q=75)
![ახალგაზრდული ფორუმი სენაკში ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით ჩატარდა [ვიდეო] - image 5](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F633053595_1220448933618863_4337487244643297862_n-1770961917697.jpg&w=3840&q=75)






