ზვიად გამსახურდია I 87 ღონისძიებაზე ზუგდიდში მისი შვილიშვილი დაუკრავს

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და შემოქმედებითი საქართველოს პატრონაჟით, 31 მარტს, 18:00 საათზე, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
შემოქმედებით საღამოზე ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი დემეტრე გამსახურდია დაუკრავს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ: თინათინ მღვდლიაშვილი, დემეტრე გამსახურდია, თემურ ტატარაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ზურაბ ცინცქილაძე, თამარ ურუშაძე, გურანდა დოლიძე, მერაბ დოლიძე.





