მარტვილელი ლიდა ფაცია 102 წლის გახდა - იუბილარს მერია 3000 ლარს გადაურიცხავს

მარტვილი მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში მცხოვრები ლიდა ფაცია 102 წლის გახდა. ლიდა ფაცაცია 1924 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 11 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
იუბილარს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
„ასეთი ადამიანები ჩვენი მუნიციპალიტეტის ცოცხალი მემატიანეები არიან. 102 წლის ასაკში ქალბატონი ლიდა 32 შთამომავლის გარემოცვაშია, რაც უდიდესი ბედნიერებაა. ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და მხნეობას. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ზრუნავს უხუცეს ადამიანებზე“ - აღნიშნა გიორგი ნაჭყებიამ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში იუბილარს 3 000 ლარს გადაურიცხავს.







