სენაკში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა

„ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სენაკში, საჯარო კითხვის მარათონი და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
„ვეფხისტყაოსნის’’ საჯარო კითხვაში ჩაერთნენ ზოგადსაგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები, ახალგაზრდული საბჭოს წევრები, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობა, ახალგაზრდული თეატრი „ფიროსმანი“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის განყოფილების სტუდენტები, პედაგოგები და მოხალისეები.
ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფულად ჯილდოებს გადასცემს.
კალიგრაფიის კონკურსში I ადგილი - ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიზი კაკულიამ მოიპოვა, II და III ადგილები - ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა - ანანო გოგინავამ და ელენე გაბეჩავამ.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
,,ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სენაკის წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს მიეძღვნა.












