პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები ზუგდიდსა და წალენჯიხაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესია მოინახულეს.
პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო რწმუნებული ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების, კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების და სქურის ტაძრებში იმყოფებოდნენ. ასევე დაათვალიერეს ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი სოფელ ცაიშში.
მსგავსი სიახლეები

პარლამენტის წევრებმა და მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდულ პრიორიტეტბზე და საჭიროებებზე შეხვედრები გამართეს

პარლამენტის ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ფოთსა და სენაკში შეხვდა




