ზუგდიდში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და მოადგილე დავით კუხალეიშვილი გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნას დაესწრნენ.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გაიხსნა.
ღონისიძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამხედრო პირები, ვეტერანები, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის „გიორგი ანწუხელიძე - გმირის გზა“ ჩვენება, რომელიც ეროვნული გმირის ცხოვრებას, მის საბრძოლო გზას და გმირულ ისტორიას ეძღვნება.








![ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F05%2F500279843_1107428274745859_7843030015304941175_n-960x569.jpg&w=3840&q=75)
![ზუგდიდში მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა [POTO, VIDEO, REEL]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2023%2F05%2F79609c67-90b9-4864-8fe7-107daf796f65.jpg&w=3840&q=75)
