ერთი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული- ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ცაიშთან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა Audi-ს მარკის ავტომანქანას დაეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 5 კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.




![მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახალსოფელში [ფოტო და ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FHxwHscS0au4%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
