stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

30 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1682

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2675

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

საპატრულო პოლიციაში ახალი ამერიკული მოდელი ინერგება [ვიდეო]

15.12.2018 / 15 დეკემბერი 2018
საპატრულო პოლიციაში ახალი ამერიკული მოდელი ინერგება [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმეთვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.

„სიახლის მიხედვით, გამარტივდება პატრულ-ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს. ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.

ამავე რეფორმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, ორკაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ. შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელმა მაიკლ მაკმენმა პატრულ-ინსპექტორებს სერთიფიკატები გადასცეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ინსცენირება მოუწყვეს, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორებიც იღებდნენ.

Banner 1
წინა პოსტი

სოფელ რუხში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა

შემდეგი პოსტი

სალომე ზურაბიშვილი დღეს გმირთა მემორიალთან და მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდელი მომღერლების ახალი სიმღერა და ახალი კლიპი – We Are The World [ვიდეო]

ზუგდიდელი მომღერლების ახალი სიმღერა და ახალი კლიპი – We Are The World [ვიდეო]

ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]

ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]

სამეგრელოს საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

სამეგრელოს საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

დღის ამბები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ფოთის ,,კოლხეთის”ფეხბურთელი კატიერას ,,ლონდონის” არსენალში გააგრძელებს

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა