ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ჭიდაობა-სამბოში წარმატებულ სპორტსმენს , ლუკა გადელიას შეხვდა და მიღწეული გამარჯვება მიულოცა.
ლუკა გადელიამ , რომელიც სერბეთის ქალაქ ნოვისადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში , 46 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ქალაქის მერმა სპორტსმენს მომავალ ასპარეზობაზე გამარჯვებები უსურვა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





