stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

19.12.2018 / 19 დეკემბერი 2018
ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან კონკრეტული მიმართულებით ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრის მონაწილემ, სოციალური მიმართულებით, მუნიციპალური დახმარების პროგრამა განიხილა და ხაზი გაუსვა 200-ზე მეტი უსახლკარო ოჯახის მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ნაგებობებს აფარებეს თავს.

ასევე, წყლის დაქსელვისა და საკანალიზაციო სამუშაოების პარალელურად, მომავალი წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრეს. მოსახლეობის გადაადგილებისათვის შემაფერხებელ ფაქტორად სატვირთო ავტომობილების უწესრიგო პარკირება დასახელდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ ტერიტორიებს გამოყოფს. აგრეთვე აღინიშნა სამედიცინო პუნქტების არასაკმარისი რაოდენობა, რადგან, ძირითადად, კერძო კლინიკები დომინირებენ.

ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად კი დასაქმების პრობლემა დასახელდა, რაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლის შეფასებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით დაიძლევა. აქვე აღინიშნა, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტს 40 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა.

გუბერნატორმა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განხილვისას პედაგოგებთან, კულტურის მუშაკებთან, ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელებსა და სპორტსმენებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან – კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, კოლამბრის კუნძულს ესტუმრა, სანაპირო ზოლში მიმდინარე სამუშაოები და მდ. კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დაუსრულებელი სასტუმრო დაათვალიერა.

გუბერნატორი შინმოუსვლელთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა. ალექსანდრე მოწერელია 30 ნოემბრის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა. გუბერნატორი სახურავების მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე ქალაქის ოთხი სხვადასხვა ქუჩის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებსაც გაესაუბრა.

Banner 1
წინა პოსტი

ფოთში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია ფოთში ხელოვანების პრობლემებს გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია ფოთში ხელოვანების პრობლემებს გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია ფოთის ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია ფოთის ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026