სამეგრელოში ახალ გუბერნატორს ხვალ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი წარადგენს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოში ხვალ ჩავა. მოწერელიას საზოგადოებას და სამეგრელკო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციას საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია დღეს წარადგინა. ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნულ პოსტზე ლევან შონია ჩაანაცვლა.
ცნობისთვის, ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე იყო.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





