stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ეკონომიკა

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს

24.01.2019 / 24 იანვარი 2019
ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს

ანაკლია სითიმ “ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების გეგმის“ კვლევა დაასრულა. კვლევა წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა და ამერიკულმა კომპანია Moffat & Nichol – მა შეიმუშავეს. კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში 475 ჰა მიწას აითვისებს, 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი აშშ დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს.

კვლევამ ასევე აჩვენა ის პრიორიტეტული დარგები და მიმართულებები, რომელთათვისაც ანაკლიის სეზ-ი განსაკუთრებით ეფექტური იქნება:  ლოგისტიკა/სადისტრიბუციო, კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალა, კოსმეტიკა, ავტონაწილები, ფარმაცეფტიკა და სხვა.

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა ოპერირებას პორტთან ერთად დაიწყებს და პირველად საქმიანობად პორტის ტვირთების მომსახურებასა და სხვა ლოგისტიკურ საქმიანობებს გეგმავს. 2019 წელს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა აქტიურად იმუშავებს იურიდიული ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც მორგებული იქნება კერძო სექტორის ინტერესებზე და მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის,  რათა შეძლოს, კონკურენცია გაუწიოს სხვა წარმატებულ ეკონნომიკურ ზონებს.

„ანაკლია სითი“ სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას ფაზების მიხედვით გეგმავს. პირველი ფაზა მოიცავს მომდევნო 9 წელს, რომლის ფარგლებშიც ათვისებული იქნება 100 ჰა მიწა, დასაქმდება 2700 ადამიანი და მოზიდული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 190 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

BuroHappold Engineering-მა და Moffat & Nichol-მა იმუშავეს ზონის ეკონომიკურ ანალიზზე, პროექტის განხორციელების კვლევასა და კონცეპტუალურ მასტერპლანზე. კომპანიები კვლევის პროცესში სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოში არსებულ 70 მდე ლოგისტიკურ, მწარმოებელ და სხვა კომპანიებს შეხვდნენ.

BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. Moffat & Nichol-ი კი ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული საკონსულტაციო კომპანიაა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, განსაკუთრებით კი, საზღვაო, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში.

Banner 1
წინა პოსტი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრები გრძელდება

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

1 გარდაცვლილი, 16 ინტოქსიკაციით და 6 დაკავებული -ფესტივალი Echowaves სრულდება

1 გარდაცვლილი, 16 ინტოქსიკაციით და 6 დაკავებული -ფესტივალი Echowaves სრულდება

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026