ანაკლიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 6 ახალგაზრდა შეიყვანეს

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 6 ახალგაზრდა შეიყვანეს, საიდანაც 4-ს ალკოჰოლური, 1-ს კვებითი, ხოლო ერთს – აღენიშნებოდა ზედა კიდურებზე გაზიანებები.
როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ექვსივეს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ბინაზე გაეწერნენ.
ცნობისთვის, გუშინ, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 5 პაციენტი შეიყვანეს. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





