ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე სახლი დაიწვა

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ზური პაჭკორიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.
ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლოციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები. შსს-ს ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება.




![ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2019%2F01%2F51349602_411352303002399_3892345641354919936_n.jpg&w=3840&q=75)

