სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს, რომლის ჯამური სატენდერო ღირებულება 172 828 ლარია.
დაგეგმილია, ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე – ხორავას ქუჩიდან ღელე ,,ფიცუმდე“ – გზის ორივე მხარეს, ცხაურის მოწყობა.
ყოფილ საკირესთან, ღელე ,,ხაბაზეთზე“, რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა და საძირკვლის გამაგრება.
სახოკიას ქუჩაზე, მონოლითური რკინა-ბეტონით, მილხიდის ჯებირისა და სათავისების მოწყობა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





