stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მუზეუმი გაიხსნება – ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში

29.03.2019 / 29 მარტი 2019
ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მუზეუმი გაიხსნება – ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში

სოფელ ძველ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ყოფნის დროს გახდა ცნობილი.

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ასევე გადაწყდა, რომ სოფელში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოხდება გაზითა და წყლით უზრუნველყოფა. ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაჰპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა.

Banner 1
წინა პოსტი

ექსკლუზივი: უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაიტაცეს

შემდეგი პოსტი

„ჯი თი გრუპი“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის ზუგდიდში ახალ ავტობუსებს ჩამოიყვანს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

ჩხოროწყუში 26 მაისს პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი გაიხსნება

ჩხოროწყუში 26 მაისს პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი გაიხსნება

ხიბულაში ზვიად გამსახურდია მემორიალურ სახლში რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძება ჩატარდა

ხიბულაში ზვიად გამსახურდია მემორიალურ სახლში რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძება ჩატარდა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026