მსახიობ მურმან ჯინორიას კოტე მახარაძის სახელობის ჯილდო მიენიჭა

ქართული თეატრალური საზოგადოების წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატსა და სენაკის საპატიო მოქალაქეს მურმან ჯინორიას შემოქმედებითი კავშირი – „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ მიერ კიდევ ერთი ტიტული მიენიჭა – კოტე მახარაძის სახელობის ჯილდო.
აღნიშნულ ფაქტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი გამოეხმაურა:
,, ბატონი მურმანი მისი შემოქმედების გულშემატკივრებს მაღალი პროფესიონალიზმით აწვდის უდიდეს სულიერ საზრდოს. ღირსეულ შემოქმედს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და წარმატებებს ვუსურვებ.” – ნათქვამია მილოცვაში.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





