ჩხოროწყუში ახალგაზრდა ქალმა 112- ის ავტომანქანაში იმშობიარა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალმა 112- ის ავტომანქანაში იმშობიარა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმმა დოდო ფირცხელავამ რამდენიმე წუთის წინ დაპოსტა და ფოტოები ატვირთა.
“ახალი სიცოცხლე ჩხოროწყუს 112- ის ავტომანქანაში.მშობიარობის მიღება. ბედნიერი დედა და ჩხოროწყუს 112- ის თანამშრომლები ახალშობილთან ერთად”-წერს სოციალურ ქსელში 112-ის ექიმი.
ახალშობილი ბიჭია და ის 2 კგ და 800 გრამს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.


![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





