stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო

07.04.2019 / 7 აპრილი 2019
გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი(გეგა) შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ნარაზენის მოსახლეობას სოფლის ცენტრში შეხვდა, ხარების დღესასწაული მიულოცა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორცილებელ პროექტებზე ესაუბრა. მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრას პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.

,,ნარაზენი, ერთ-ერთი განსაკუთრებული სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში, სწორად აქედან ვიწყებ ჩემს საარჩევნო კამპანიასაც. მინდა გითხრათ ის რის განხორციელებას ვაპირებთ უკეთესი ზუგდიდისთვის. ჩემი მიზანი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა. ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დაწყებულია 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, 10 ქუჩაზე კი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოხდება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები და ეზოები.

წელს, სოფლებში 16 გზის რეაბილიტაცია მოხდება. მიმდინარეობს შამადელაში საბეჭვაიოს გზის და ოფაჩხაფუ-ნარაზენის გზის მშენებლობა. სიჭინავების უბანსა და შამადელაში კი წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდება. ნარაზენში გარემონტდება ამბულატორია, ასევე ვგეგმავთ ხანდაზმულთა თავშესაფრის მშენებლობას. თქვენს სოფელში გაზიფიცირების პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ვიწყებთ. ზუგდიდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული საკითხები მისთვის პრიორიტეტი იქნება.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება. ზუგდიდში აშენდება ,,ახალგაზრდების სივრცე,“ სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. შემოდგომიდან დაიწყება ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა ახალგაზრდებთან დაკავშირებით. ახალგაზრდებს უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ დარჩნენ ჩვენს მუნიციპალიტეტში და მათი ცოდნა ზუგდიდის მოახმარონ“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს ყველა სოფელსა და ქალაქის უბანში გამართავს.

Banner 1
წინა პოსტი

ხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

შემდეგი პოსტი

“ძველი გუნდი” “ახალი გუნდის” წინააღმდეგ – დაპირისპირების ახალი ტალღა “ნაციონალებში”

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გიორგი შენგელიამ შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

გიორგი შენგელიამ შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრებით დაიწყო

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრებით დაიწყო

გიორგი შენგელიამ კახათელებთან შეხვედრა გამართა

გიორგი შენგელიამ კახათელებთან შეხვედრა გამართა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026