stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

30 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1682

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2675

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

სენაკში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებთან შეხვედრა გაიმართა

13.04.2019 / 13 აპრილი 2019
სენაკში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებთან შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრები საქართველოს ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით იმართება.

,,წლების შემდეგ, პირველად, მასშტაბურად და გამორჩეულად აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი – საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის იუბილე და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ქვეყანას ზვარაკად შეწირული ეროვნული გმირისადმი სათანადო პატივის მიგება. დღეს ვართ ერთიანნი ჩვენი რეგიონის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში” – აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, სენაკის მუნიცაპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „გზა თავისუფლებისკენ“ რეჟისორი, ჟურნალისტი ირაკლი შონია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერების- მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას, უზენაესი საბჭოს დეპუტატის იგორ ნარმანიას, ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკის აკაკი ელიავას, იმ ავბედით წლებში დაღუპული მებრძოლებისა და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. მათ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ქარცეცხლიანი დღეები გაიხსენეს, ზვიად გამსახურდიას განუზომლად დიდ ღვაწლსა და ქვეყნისათვის თავდადებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ბიუსტების დადგმისა და დაღუპული თანამებრძოლების მემორიალური დაფის განთავსების საკითხები. ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან მათთვის საჭირბოროტო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა მოგვარების შესაძლებლობები ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზევე დასახა.

Banner 1
წინა პოსტი

სამეგრელოს სამხარეო პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

შემდეგი პოსტი

ჯუმში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში ადგილობრივ მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა

სენაკში ადგილობრივ მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა

სენაკში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სენაკში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის – სენაკში შეხვედრა გაიმართა

ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის – სენაკში შეხვედრა გაიმართა

დღის ამბები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ფოთის ,,კოლხეთის”ფეხბურთელი კატიერას ,,ლონდონის” არსენალში გააგრძელებს

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა