ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა

ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა , ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი ერთ-ერთ ავტომობილში წინა სავარძელზე იჯდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
შემთხვევის გამო, ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





