ხვალ სენაკის სამხედრო ბაზაზე Agile Spirit 2018”-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

ხვალ, 1 სექტემბერს, 13:00 საათზე, სენაკის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
სწავლების სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





