stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

კულტურა

გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი ,,ლაშარელა’’ სენაკში

21.05.2019 / 21 მაისი 2019
გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი ,,ლაშარელა’’ სენაკში

სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, სენაკს საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, ანსამბლ ,,ლაშარის’’ ხელმძღვანელი, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ლაშარელასთან’’ ერთად ეწვია.

შეხვედრა-კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ანსამბლ ,,ლაშარელას’’ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს შორის შუალედში, გიორგი უშიკიშვილმა სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა შეკითხვებს უპასუხა. მომღერალმა ისაუბრა ქართული ფოლკლორის სიღრმისეული შესწავლის მნიშვნელობაზე, ასევე, გაიხსენა საინტერესო და სახალისო ბიოგრაფიულ მომენტები საკუთარი შემოქმედებიდან.

სენაკელ მსმენელთან უშუალო და მრავლისდამტევი დიალოგის შემდეგ, მომღერალი სცენაზე ავიდა და უნიკალური ხალხური სიმღერები შეასრულა.

საღამოს დასასრულს, ტკბილხმოვანი აფხაზური და მეგრული სიმღერები მაყურებელმა ,,კოლხური ტრიოს’’ შესრულებითაც მოისმინა.

,,სენაკი არტ-ფესტივალის’’ დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის საპატიო სტუმარს დაუვიწყარი საღამოსთვის, რის შემდეგაც, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ფოლკლორული სიმღერების ცნობილმა შემსრულებელმა და ლოტბარმა, ავტოგრაფი დატოვა.

22 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი ანსამბლ ,,ფორტეს’’ უმასპინძლებს. კონცერტი, 18 საათზე, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება.

Banner 1
წინა პოსტი

ალექსანდრე ახვლედიანი – ზუგდიდს და სამეგრელოს უნდა იცნობდე რომ მას შენობით მიმართო

შემდეგი პოსტი

ზღაპრული ბავშვობიდან წინ მწვერვალებისკენ – ბოლო ზარი სენაკში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს

თეატრი და მუზეუმ-ნაკრძალი – სენაკში განხორციელებული და მიმდინარე ორი დიდი პროექტი

თეატრი და მუზეუმ-ნაკრძალი – სენაკში განხორციელებული და მიმდინარე ორი დიდი პროექტი

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026